პროგრამა AlgoPlay-ის სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) მიმოხილვა :
ახალგაზრდა ინჟინრების სკოლა იყენებს სწავლების სპირალურ ტექნიკას, რაც გულისხმობს
თითოეული გაკვეთილის პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებას და საბაზისო კავშირს ყოველ
მათგანს შორის. ამის გათვალისწინებით, ჩვენი მასწავლებლები ზრუნავენ თითოეული ახალი
მოსწავლისთვის კურსის გამეორებას და მასალის სრულფასოვნად შესწავლას.
Algobrix®-ის კოდირების ენის გამოყენებით მოსწავლეები იწყებენ საკუთარი კონსტრუქციის
აშენებას და სხავდასხვა ფუნქციის კოდის წერას, საბოლოოდ კი ბავშვების აწყობილი რობოტი
იწყებს ფუნქციონირებას და შემქმნელის მითითებების შესრულებას.
ტექნიკურად ეს ითვალისწინებს ფუნქციური პარამეტრების შესწავლა-დამთხვევას და ამით მანქანის
ამოქმედებას – იქნება ეს მოძრაობა თუ სინათლის კონტროლს.
თითოეულ გაკვეთილზე, მოსწავლეები შეასრულებენ საკმაოდ რთული და მაღალი დონის
პროგრამირების დავალებებს, როგორიც არის ალგორითმის დაგეგმვა, კონდიცირება, მარყუჟის
გაკეთება, სენსორული აპლიკაციები და ა.შ.
AlgoPlay-ის პროგრამა უნიკალური და ნაყოფიერი პროგრამაა, რომელიც მოსწავლეებში ავითარებს
პროფსეიულ უნარებს კოდირების და კომპიუტერული ენის სფეროში.